მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო

ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით ტარუტინსკის რაიონი მოინახულა. სოფელ ფრუმუშიკა ნოვაში სახალხო დღესასწაული გაიმართა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, პატრიოტიზმი მხოლოდ დროშის აღმართვის ცოდნა და ეროვნული ტანსაცმლის ტარება არ არის.
„პატრიოტიზმია, როდესაც ხელისუფლება მოსახლეობას ეხმარება, ჩვენ თქვენს პრობლემებს მოვაგვარებთ. თუ აქ, უკრაინის ბესარაბიაში მშვიდობა იქნება, უკრაინა გადარჩება. ეს ხომ ჩვენი მიწა-წყალია, ამიტომ ჩვენ ყველანი უნდა შევიკრიბოთ და ხელისუფლება ვაიძულოთ, რომ მოსახლეობაზე იზრუნოს“, – განაცხადა ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
ამ რეგიონის სტუმრობის პერიოდში სააკაშვილი ქალაქ არციზში ჩავიდა, სადაც მოსახლეობას ქალაქის დღე მიულოცა.

11908209_10204508712229438_1249934948_n

11911919_10204508712189437_98621665_n

11934050_10204508712349441_1578302243_n

11949708_10204508712309440_1365967518_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები