მდინარე დიღმულა – „სტიქიური უბედურების ახალი ზონა“

მდინარე დიღმულა შესაძლოა სტიქიური უბედურების ახალი ზონა გახდეს.
როგორც გაზეთი „პრაიმ- ტაიმი“ წერს, 13 ივნისს დიღმულაც ისე ადიდდა, რომ იქვე ,ხევში მდებარე სახლებში შევარდა და მთლიანად დატბორა. უფრო ზუსტად კი, დიღმულამ დამცავი ჯებირები სოფელ დიღომში, თამარ მეფისა და დემეტრე პირველის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე გაარღვია.
როგორც გამოცემასთან საუბრისას ეკოლოგმა ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, მდინარე დეტალურად არის შესასწავლი, რადგან არის ძალიან მაღალი ალბათობა, რომ ვერეს ტრაგედია განმეორდეს. მისივე თქმით, დაუყონებლივ უნდა მოხდეს ამ მდინარეების ჰიდროლოგიური და გეოლოგიური მდგომარეობის შესწავლა, რაც მისივე მტკიცებით, წლებია არ მომხდარა.
„კვლევა საშუალებას მოგვცემს, უფრო ნათლად დავინახოთ, სად შეიძლება იყოს ყველაზე მაღალი რისკის ზონა და სად უნდა ველოდოთ სტიქიის შემოტევას. დიღმულაზეც და ნებისმიერ სხვა მდინარეზეც შეიძლება მოხდეს იგივე, რაც ვერეს შემთხვევაში მოხდა. იმის თქმა, რომ დიღმულა პატარა მდინარეა და არ შეუძლია კატასტროფული ზიანის მოტანა, არაადეკვატურია. მთელი რიგი მიზეზების ერთობლიობა წარმოქმნის საფრთხეს“, – განაცხადა ჩხარტიშვილმა და პატარა მდინარეებზე განგაშის სიგნალის დამონტაჟების აუცილებლობაზე ისაუბრა.
ეკოლოგი ასევე ამბობს, რომ მდინარეების ხეობებიდან მოსახლეობის გაყვანა აუცილებლად უნდა მოხდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები