ქურთმა ე.წ. ბოევიკებმა 11 თურქი მებაჟე გაიტაცეს
ქურთმა ე.წ. ბოევიკებმა 11 თურქი მებაჟე ინსპექტორი და მათი მძღოლი გაიტაცეს. ამის შესახებ თურქეთის სამხედრო წყაროები იუწყებიან. მათი ინფორმაციით, ეს ფაქტი თურქეთ-ირანის საზღვარზე მოხდა.
სააგენტო „სინჰუას“ ინფორმაციით, სავარაუდოდ, საუბარია, ქურთთა მუშათა პარტიის წარმომადგენლებზე. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საბაჟო სამსახურის ერთი თანამშრომელი ქალბატონი და მძღოლი მათ მოგვიანებით გაათავისუფლეს.
ასევე კვირას თავდასხმა მოხდა თურქ სამხედროებზე, რომლებიც პროვინცია დიარბაკირში ერთ-ერთი ჰიდროელექტროსადგურის დაცვას ახორციელებდნენ. ქურთმა „ბოევიკებმა“ თურქ სამხედროებს საარტილერიო და სარაკეტო ცეცხლი გაუხსნეს, ერთი სამხედრო დაიღუპა და სამი დიაჭრა. თურქეთში მდგომარეობა 20 ივლისის შემდეგ გამწვავდა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქურთი „ბოევიკების“ თავდასხმების შედეგად ათობით პოლიციელი და სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.