ევროკავშირი ბელორუსიის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების საკითხს განიხილავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 4-5 სექტემბერს ლუქსემბურგში არაფორმალურ შეხვედრას გამართავენ, რომელზეც ბელორუსიის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების შესაძლებლობას განიხილავენ.
„ბელორუსიის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ციხეში მყოფ ოპოზიციის წარმომადგენელთა გათავისუფლების შესახებ სანქციების მოქმედების გაუქმების პირობებს ქმნის. ეს საკითხი 4-5 სექტემბერს იქნება განხილული“, – განუცხადეს ევროკავშირში რუსულ გაზეთ „კომერსანტს“.
როგორც ორი დღის წინ გახდა ცნობილი, ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ პატიმრობიდან რამდენიმე ოპოზიციონერი გაათავისუფლა, მათ შორის ნიკოლაი დედკა, იგორ ოლინევიჩი, ნიკოლაი სტატკევიჩი. ბელორუსიის ლიდერმა ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის წარმომადგენლებთან ადამიანის უფლებების საკითხზე მოლაპარაკების შემდეგ მიიღო.