დავით გალეგაშვილი: კოკი ოსიპოვს ორი წელია არ შევხვედრივარ

ჩემი ურთიერთობა წისქვილებსა და ხორბალთან რამდენიმე წლის წინ დასრულდა. ამ ეტაპზე კავშირი მხოლოდ იმ თვალსაზრისით მაქვს, რომ სხვადასხვა ჯიშის ხორბლის გამოცდა დავიწყეთ – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით გალეგაშვილმა გაზეთ “კვირის პალიტრას” იმ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომელიც თანახმადაც, გალეგაშვილი ბიზნესმენ გიორგი რამიშვილთან (“ზარალა”) ერთად, ხორბლისა და ფქვილის ბიზნესს კურირებს.
„ჩემი ურთიერთობა წისქვილებსა და ხორბალთან რამდენიმე წლის წინ დასრულდა. ამ ეტაპზე კავშირი მხოლოდ იმ თვალსაზრისით მაქვს, რომ სხვადასხვა ჯიშის ხორბლის გამოცდა დავიწყეთ. კერძოდ, 35 ჯიშიდან უნდა შევარჩიოთ 3-5 ჯიში, რომლის წარმოება საქართველოში გაამართლებს. ჩვენი მიზანია, საქართველომ ხორბალი თავად აწარმოოს“, – აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.
დავით გალეგაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ფასების საკითხი არა მხოლოდ ხორბლის, ყურძნის, ციტრუსების, კარტოფილისა და სხვა მიმართულებითაც საინტერესოა.
“სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ფასების საკითხი არა მხოლოდ ხორბლის, ყურძნის, ციტრუსების, კარტოფილისა და სხვა მიმართულებითაც საინტერესოა. ინფორმაციას ვაგროვებთ… რაც შეეხება “კარმენს”, ნებისმიერი მონოპოლისტი კომპანიის წინააღმდეგი ვიქნები. “კარმენმა” თავის დროზე ოთხი უზარმაზარი წისქვ¬ილი იყიდა, ანტიმონოპოლიური კანო¬ნის მიღების შემდეგ კი ამ კუთხით კარგი მოქმედ¬ებები დაიწყო. უპირატეს მდგომარეობაში არც ერთი კომპანია არ უნდა იყოს. რაც შეეხება კოკი ოსიპოვს¬, ორი წელია არ შევხვედრივარ,შესაძლოა სხვასთან ჰქონდა კონტაქტი. ხანდახან ტელეფონით ვესაუბრები, მაგრამ როგორც გითხარით, მასთან საქმიანი ურთი¬ერთობა ოთხი წლის წინ დავასრულე. რაც შეეხება ხარისხის კონტროლს, უვნებლობის სამსახური ყველას ამოწმებს, მათ შორის, “აგრიკომს”, თუმცა საზღვარზე კომპანიების შემოწმებაში ჩვენ არ ვერევით, მხოლოდ ქვეყნის შიგნით ყველა პროდუქტის მაჩვენებლებს ვამოწმებთ“, – აცხადებს მინისტრის მოადგილე.
კომპანია “აგრიკომის” ხელმძღვანელის კოკი ოსიპოვის განცხადებით, ის სოფლის მეურნეობის სამინისტროში პერმანენტულად მართავს შეხვედრებს.
კითხვაზე: ერთ-ერთი ვერსიით, ბიზნესმენ გიორგი რამიშვილთან (“ზარალა”) ერთად, ხორბლისა და ფქვილის ბიზნესს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილიც კურირებს. თქვენ თუ იცნობთ მას?“- ოსიპოვი აცხადებს,რომ მასთან საქმიანი ურთიერთო¬ბა ნამდვილად ჰქონდა, თუმცა,¬ როცა სოფლის მეურნეობის¬ მინისტრის მოადგილე გახდა, ბიზნესთან კავშირი გაწყვიტა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები