„როგორც კი ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი გახდა, ოდესის პორტიდან ევროპის ორ ქვეყანაში გასული დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღეს“

ოდესის პორტიდან ნარკოტიკების გადინებამ, თანაც ძალიან დიდი რაოდენობით უკვე ტენდეციის სახე მიიღო და ეს ხდება მას შემდეგ, რაც ოდესის გუბერნატორი სააკაშვილი გახდა! – ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა. გამოცემა ოდესის პორტიდან დიდი ოდენობით ჰეროინის ამოღების ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას.
„რამდენიმე დღის წინათ მოლდოვის საზღვარზე უკრაინაიდან შესული დიდი რაოდენობით ნარკოტიკი – 136 კილოგრამი ჰეროინი ამოიღეს, დაახლოებით ერთი თვით ადრე კი რუმინეთში დააპატიმრეს 333 კილოგრამი ჰეროინი, რომელიც ასევე უკრაინის ტერიტორიიდან იყო შესული. ორივე შემთხვევაში ნარკოტიკის სატრანზიტო დერეფნად ოდესის პორტი იქნა გამოყენებული და ძალიან საინტერსეოა, ოდესის გუბერნატორ სააკაშვილს, რომელსაც კრიმინალთან მებრძოლ რაინდად მოაქვს თავი, მისი მართვა-გამგებლობის ქვეშ მყოფი ტერიტორიიდან ასეულობით კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება როგორ გაეპარა?“ – წერს გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში.
სწორედ ამ ფაქტებთან დაკავშირებით საუბრობს ვახტანგ მაისაია გამოცემასთან და აღნიშნულ ფაქტებს აფასებს. ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ნარკოტიკების ტრანზიტის ფაქტები ოდესის ამჟამინდელ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს უკავშირდებოდეს. მისი თქმით, სანამ ოდესის გუბერნატორის პოსტს იგორ კოლომოისკის კადრი იკავებდა, ოდესის პორტიდან ნარკოტიკების გადინების ფაქტები არ დაფიქსირებულა.
მაისაიას ინფორმაციით, როგორც კი ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი გახდა, ევროპის ორ ქვეყანაში – რუმინეთსა და მოლდოვაში ბოლო ერთი თვის განმავლობაში ორჯერ მოხდა ოდესის პორტიდან შესული დიდი ოდენობით ჰეროინის „დაჭერა“.
„ამასთანავე, ოდესის პოლიციის უფროსად სააკაშვილმა დანიშნა გია ლორთქიფანიძე – მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე, რომელიც ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორობაშია შემჩნეული. ვგულისხმობ ლაფანყურის სპეცოპერაციას, რომელშიც ლორთქიფანიძის როლი პირდაპირ უნდა იქნეს შეფასებული, როგორც ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორობა! საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფებები, რომლებსაც სააკაშვილის საქართველოს ხელისუფლებაში ყოფნის დროს მასთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, როგორც ჩანს ამ ურთიერთობას ახლა უკვე ოდესის გუბერნატორ სააკაშვილთანაც ინარჩუნებენ“, – აცხადებს ვახტანგ მაისაია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები