„როსკომნადზორი“ „ვიკიპედიის“ დაბლოკვას გეგმავს

რუსული გაზეთ „იზვესტიას“ ინფორმაციით, „როსკომნადზორი“ ინტერნეტ-საიტის „ვიკიპედიის“ დაბლოკვას გეგმავს. კონფლიქტი ამ უწყებას და ინტერნეტ-ენციკლოპედიას შორის ერთ-ერთ ნარკოტიკულ ნივთიერებასთან დაკავშირებით გაჩნდა, ვინაიდან საიტზე მისი დამზადების რეცეპტია მოყვანილი. რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სახელმწიფო უწყების მოთხოვნის შემდეგ „ვიკიპედიის“ რედაქციამ სტატიის მისამართი შეცვალა, მაგრამ მისი შინაარსი უცვლელად დატოვა. „როსკომნადზორში“ აცხადებენ, რომ ამ ვებ-გვერდის დახურვის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა უწყება პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაჭრის იმედს ჯერ კიდევ იტოვებს. „როსკომნადზორს“ კარგად ესმის საზოგადოებისთვის „ვიკიპედიის“ მნიშვნელობა. ამჟამად ჩვენ ველით, რომ ინტერნეტ-ენციკლოპედია სასამართლოს გადაწყვეტილებას შეასრულებს. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა, რომ დღეს ისინი „აკადემიურად“ დაწერენ ნარკოტიკების შესახებ, ხვალ სუიციდის ფორმებზე მოყვენიან, ზეგ კი მთელ აკრძალულ კონტენტს გამოაქვეყნებენ და ამისათვის ასევე „აკადემიურ წყაროებს“ გამოიყენებენ“ – განუცხადეს უწყებაში გაზეთ „იზვესტიას“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები