იაპონიაში აშშ-ს სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა

იაპონიის ქალაქ საგამიჰარაში, აშშ-ს სამხედრო ბაზის საწყობში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძრის გამო მთლიანად დაიწვა საწყობი, სადაც, სავარაუდოდ, ჟანგბადის ბალონები ინახებოდა.
ამერიკელი სამხედროების განცხადებით, ამ ობიექტზე საბრძოლო და რადიაქტიული მასალები არ იყო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის ჩაქრობა რამდენიმე საათში მოხერხდა.
აფეთქების გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. გამოძიებას ამერიკელი სამართალდამცველები ჩაატარებენ.
ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ტერორისტების თავდასხმას ჰგავდა. ბაზის სიახლოვეს საცხოვრებელი სახლები, ასევე სკოლა და საბავშვო ბაღი მდებარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები