უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის 24-ე წლისთავს აღნიშნავს. ის ყოველწლიურად აღინიშნება უკრაინის უმაღლესი რადის მიერ დამოუკიდებლობის აქტის დეკლარაციის მიღებასთან დაკავშირებით.
დამოუკიდებლობის დღე კიევში, კრეშატნიკზე აღლუმით აღინიშნება. მასში მონაწილეობას მიიღებენ 2 300-დე სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის ანტიტერორისტული ოპერაციის მონაწილეები და თავდაცვის სამინისტროს უმაღლესი სასწავლებლების კურსანტები.
სამხედრო ტექნიკა აღლუმზე გამოყვანილი არ იქნება. უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დღეს გვირგვინით შეამკობს გამოჩენილი უკრაინელი პოეტის ტარას შევჩენკოს და ისტორიკოსის მიხეილ გრუშევსკის ძეგლებს. მთელი დღის განმავლობაში კიევში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება.