ამსტერდამი-პარიზის სარკინიგზო რეისზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზატორის ვინაობა ცნობილია

ამსტერდამი-პარიზის სარკინიგზო რეისზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზატორის ვინაობა ცნობილია.
უცხოური მედიის ინფორმაციით ის მაროკოელი წარმოშობის, 26 წლის აჯუბ ელ-კაზანია.

თავდამსხმელი სამართალდამცველების ყურადღების ცენტრში რადიკალური ისლამისტური შეხედულებების გამო იმყოფებოდა, ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებისთვის კი პოლიციასთან შეხება ადრეც ჰქონია.

შეიარაღებულმა ისლამისტმა ამსტერდამი-პარიზის რეისზე ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა. მისი გაუვნებელყოფა ვაგონში მყოფმა ამერიკელმა სამხედროებმა და ბრიტანეთის მოქალაქემ შეძლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები