ფხენიანსა და სეულს შორის მოლაპარაკებები შეწყდა

ფხენიანსა და სეულს შორის მოლაპარაკებები დროებით შეწყდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, შეხვედრა უახლოეს საათებში უნდა განახლდეს.

შემდგარი შეხვედრის დეტალები მედიისთვის ამ ეტაპზე არ საჯაროვდება.

შეგახსენებთ, ორ ქვეყანას შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის მიერ დამონტაჟებული ხმის გამაძლიერებლების განადგურება სცადა, რომლითაც სეული ფხენიანის რეჟიმზე კრიტიკულ ინფორმაციას გადასცემდა, რის საპასუხოდაც სამხრეთ კორეამ ცეცხლი გახსნა, სეულმა კი სასაზღვრო რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები