აზერბაიჯანში სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია დაშალეს

აზერბაიჯანის ქალაქ მინგეჩაურში სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია დაშალეს, სადაც 21 პირი დააკავეს.

ვითარება პოლიციის განყოფილებაში გარდაცვლილი 27 წლის ბაჰრუზ გაჯიევის დაკრძალვის შემდეგ დაიძაბა. ბაჰრუზ გაჯიევი სამართალდამცველებმა 20 აგვისტოს ნარკოტიკული საშუალებების გავრცელებისთვის დააპატიმრეს.

სამართალდამცველების განცხადებით, ახალგაზრდა პოლიციის განყოფილებაში ყოფნისას მოულოდნელად ფანჯრიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრებს სამართალდამცველების ვერსიის არ სჯერათ. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გაჯიევის საქმე პირად კონტროლზე აიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები