ტრაგიკული შოუ ბრიტანეთში – სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)

 

ბრიტანეთის სამხრეთით, სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა.

“ბი-ბი-სი“-ს ცნობით,არიან დაშავებულებიც. უბედური შემთხვევა ისტორიული საჰაერო შეუს დროს მოხდა, რომელსაც 20 ათასზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პილოტმა მაღლა აფრენა დროულად ვერ შეძლო და გზატკეცილზე ჩამოვარდა.

ბრიტანეთის პოლიციის ინფორმაციით, ის ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფება.

ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები