ფოთში,ზღვაში ორი ადამიანი დაიხრჩო

ფოთში, ზღვაში ორი მამაკაცი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ზღვაში ახალგაზრდა ბიჭი იხრჩობოდა და შველას ითხოვდა, რა დროსაც მის დასახმარებლად 40 წლამდე მამაკაცი შევიდა, თუმცა, ორივე დაიღუპნენ.
ზღვაში მათ დასახმარებლად კიდევ ერთი ახალგაზრდა მამაკაცი შევიდა, იგი გადარჩა, თუმცა, მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია.
დაღუპული 40 წლის მამაკაცი მალევე იპოვეს და სახლში გადაასვენეს. 22 წლის ახალგაზრდის ცხედარი კი ნაპოვნი არ არის. სამძებრო სამუშაოები ხვალ დილიდან განახლდება.
წყარო: “ინტერპრესნიუსი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები