ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დაპირისპირების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის შეტაკების შედეგად. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს – პრესი“ იუწყება.

ამ ინფორმაციის მიხედვით, შეტაკება ქალაქ ბამბარიში მოხდა და მისი მიზეზი ქრისტიანების შეიარაღებული დაჯგუფება „ანტი ბალაკის“ მიერ ერთ-ერთი მუსულმანის მკვლელობა გახდა. ამ ფაქტმა ადგილობრივი მაჰმადიანების აგრესიული რეაქცია გამოიწვია.

თვითმხილველების ინფორმაციით, დაპირისპირების ადგილიდან სროლის ხმა ისმოდა. დაპირისპირებულმა მხარეებმა ბარიკადებიც ააგეს.

2012 წელს მუსულმანების დაჯგუფება „სელეკამ“ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქზე შეტევა დაიწყო. მათ ქვეყნის მთავარი ქალაქი ბანგი 2013 წელს აიღეს.

ქვეყნის სათავეში პრეზიდენტ-მუსულმანის მიშელ ჯოტოდიის მოსვლის შემდეგ „სელეკის“ „ბოევიკებს“ ქრისტიანული დაჯგუფება „ანტი ბალაკა“ დაუპირისპირდა. გაეროს მონაცემებით, კონფლიქტის პერიოდში 1 მილიონამდე ადამიანმა საკუთარი სახლები დატოვა. ათასობით მშვიდობიანი პირი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები