ირანში ახალი ბალისტიკური რაკეტის პრეზენტაცია გაიმართა

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ ქვეყნის სამხედრო მრეწველობის დღის აღნიშვნის ცერემონიაზე ახალი ბალისტიკური რაკეტა წარადგინა.

რაკეტის სახელია Fateh („გამარჯვებული“) და მისი მოქმედების რადიუსი 500 კილომეტრს შეადგენს. ის, წინა მოდელებთან შედარებით, გაცილებით უკეთესი, ირანული წარმოების სენსორებით არის აღჭურვილი. ახლო მომავალში Fateh 313-ის სერიული გამოშვება იგეგმება.

„სუსტი ქვეყანა, რომელიც მტრის ძალას წინ ვერ აღუდგება, ვერასოდეს მიაღწევს მშვიდობას, რადგანაც ის შესაძლო ოკუპაციისთვის მზად უნდა იყოს. ირანის სტრატეგია შეკავებასა და თავდაცვაზეა ორიენტირებული“, – განაცხადა როუჰანიმ.

ირანს და ე.წ. ექვსეულს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, რაკეტების ტექნოლოგიების სფეროში გაეროს სანქციები 8 წლის განმავლობაში შენარჩუნდება. ვაშინგტონი თეირანის წინააღმდეგ გარკვეულ სფეროებში, მათ შორის ბალისტიკური რაკეტების წარმოების საკითხში სანქციებს ძალაში დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები