რუსეთში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება

რუსეთში 22 აგვისტოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ეს დღე რუსეთის პრეზიდენტის მიერ 1994 წლის 20 აგვისტოს გამოქვეყნებული ბრძანებულების საფუძველზე აღინიშნება.

1991 წელს რუსეთის ფედერაციის უმაღლესმა საბჭომ ოფიციალურად მიიღო დადგენილება „რუსეთის ფედერაციის ნაციონალური დროშის გამოყენების ცნობის შესახებ“. ამის შემდეგ რუსეთის დროშა ე.წ. ტრიკოლორი – სამფერიანი სიმბოლო გახდა. მან საბჭოთა სიმბოლო წითელი დროშა ნამგლით და უროთი შეცვალა.

სამფერიანი დროშის ისტორია 300 წელზე მეტხანს ითვლის. მის ფუძემდებლად იმპერატორი პეტრე პირველი ითვლება, რომელმაც რუსეთის სამგზავრო და სამხედრო ხომალდებზე 1705 წლიდან სამფერიანი თეთრ-ლურჯ-წითელი დროშის აღმართვის ბრძანება გასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები