გერმანია მოუწოდებს შენგენის ზონის წევრ ქვეყნებს, ლტოლვილების მიღების შეთანხმება დაიცვან

შენგენის ზონის ქვეყნები ვალდებულნი არიან, დაიცვან ლტოლვილების მიღების შეთანხმება,- ამის შესახებ, „ბი-ბი-სის“ ცნობით, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მესიერმა განაცხადა.

მან არ გამორიცხა, რომ გერმანიამ შენგენის შეთანხმების ის პუნქტი შეაჩეროს, რომელიც ამ ხელშეკრულებაში შემავალი ქვეყნების მოქალაქეებს თავისუფალი გადაადგილების საშუალებას აძლევთ. მან ასევე დიდ ბრიტანეთს მეტი მიგრანტის მიღებისკენ მოუწოდა.

გერმანიის პოლიციის ინფრომაციით, მხოლოდ მიმდინარე წელს ქვეყნის ხელისუფლება თავშესაფრის შესახებ 800 ათას შუამდგომლობას მიიღებს. ეს ევროკავშირის სხვა ქვეყნების ანალოგიურ მონაცემებზე ბევრად მეტია. მიგრანტების უმეტესობა ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთის შემდეგ იტალიასა და საბერძნეთში ხვდება, ხოლო იქიდან ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში ჩასვლას ცდილობს, სადაც თავშესაფრის მიღების იმედი აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები