იემენში არაბული კოალიციის ავიაიერიშებს 65 ადამიანი ემსხვერპლა

იემენში არაბული კოალიციის მიერ განხორციელებულ ავიაიერიშებს სულ მცირე 65 ადამიანი ემსხვერპლა.

ორგანიზაციის „ექიმები საზღვრებს გარეშე“ განცხადებით, დაღუპულთა უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან.

ქალაქ ტაიზიში უკვე რამდენიმე თვეა სამთავრობო არმიასა და მეამბოხე ჰუსიტებს შორის დაპირისპირება მიმდინარეობს. გაეროს მონაცემებით, იემენის კონფლიქტს უკვე 4 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა, მათი უმეტესობა მშვიდობიანი მოსახლეა, მილლიონნახევარი პირი კი იძულებული გახდა, საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა.

გაეროს მონაცემებით, შეიარაღებული კონფლიქტის გამო, 13 მილიონამდე ადამიანი შიმშილის ზღვარზე იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები