ვენესუელამ კოლუმბიის საზღვართან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს გადაწყვეტილებით, კოლუმბიის საზღვართან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ეს გადაწყვეტილება მან სამხედროებზე კონტრაბანდისტების თავდასხმის გამო მიიღო.

„სამმა სამხედრომ და ერთმა მშვიდობიანმა მოქალაქემ საზღვარზე თავდასხმების გამო ჭრილობა მიიღო. ჩვენ იძულებულები ვართ, კოლუმბიასთან საზღვარი ჩავკეტოთ და იქ საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადოთ“, – განაცხადა მადურომ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ ვენესუელა და კოლუმბია შეიარაღებული დაპირისპირების ზღვარზე იყვნენ. ორმა ქვეყანამ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და ელჩები გაიწვია, ხოლო საზღვართან ჯარი გააგზავნა. ამის მიზეზი კოლუმბიის ყოფილი ლიდერის ალვარო ურიბეს განცხადებები გახდა, რომლის თქმით, ვენესუელა კოლუმბიელ ამბოხებულებს თავშესაფარს აძლევს. უგო ჩავესმა მაშინ ურიბე სიცრუეში დაადანაშაულა და თქვა, რომ პოსტიდან წასვლის წინ კოლუმბიის პრეზიდენტი ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები