მოსკოვში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი შესაძლოა, გადაიდოს

კურილის კუნძულებზე რუსეთის პრემიერ – მინისტრის დიმიტრი მედვედევის ვიზიტის გამო შესაძლოა, მოსკოვში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი გადაიდოს. ამის შესახებ სააგენტო „კიოდო“ იუწყება.

ამ ინფორმაციის მიხედვით, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული დეპარტამენტის დირექტორმა ხაძიემ ჰაიასიმ იაპონიაში რუსეთის ელჩს ევგენი აფანასიევს სატელეფონო საუბრის დროს განუცხადა, რომ იაპონიის მთავრობა ამ ვიზიტის გამო ძალზე განიცდის, ვინაიდან ის იაპონელი ხალხის გრძნობებს ზიანს აყენებს.

სამხრეთ კურილის ოთხი კუნძული – იტურუპი, კუნაშირი, შიკოტანი და ჰაბომაი რუსეთსა და იაპონიას შორის ტერიტორიული დავის საბაბია. ამ კუნძულების დაბრუნებას ტოკიო რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების პირობად აყენებს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ხელმოწერილი არ ყოფილა. მოსკოვის პოზიციაა, რომ ეს კუნძულები საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ომის შედგების მიხედვით შევიდა და რუსეთის სუვერენიტეტი ამ ტერიტორიაზე ეჭვქვეშ არ დგას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები