საქართველოში საწვავის ფასი 5-6 თეთრით შემცირდა

საქართველოში რამდენიმე კომპანიამ საწვავის ფასი 5-6 თეთრით შეამცირა. ამის მიზეზი მსოფლიოს ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასის კლებაა. კომპანიების ნაწილმა გადაწყვიტა, შეამციროს საწვავის ღირებულება. ამ კომპანიების ქსელში დღეიდან ყველა სახის ბენზინზე ფასი 5 თეთრით შემცირდება. ] მსგავსი გადაწყვეტილება დიზელის საწვავთან დაკავშირებით კომპანიების ნაწილმა გასულ კვირას მიიღო. საწვავის ფასები ქართული კომპანიის ქსელებში მსოფლიოს ფასების შესაბამისად შეიცვლება.

კომპანია “ლუკოილის” გენერალური დირექტორის მოადგილემ დაადასტურა ინფორმაცია, რომ საწვავზე ფასის შემცირება მსოფლიოს ბაზარზე ნავთობის ფასის კლებაა.

„ბოლო 10 დღის განმავლობაში ჩვენ სხვადასხვა ტიპის პროდუქტებზე ვაკლებთ ფასს, ანუ ჯერ დიზელი, შემდეგ ბენზინი და ა.შ. ჯამში, 5-6 თეთრის ფარგლებში მოხდა კლება”, – განაცხადა შავლეგ მიშველაძემ.

ბენზინზე ფასები შეამცირა ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა”. ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის” ავტოგასამართ სადგურებზე, მთლიანი ქსელის მასშტაბით. ამჯერად ფასები 5 თეთრით შემცირდა და დღეის მდგომარეობით სოკარის ქსელში ნავთობპროდუქტების ფასები შეადგენს – ,,ნანო-რეგულარი” – 1,90 ლარი; ,,ევრო რეგულარი” – 1,93 ლარი; ,,ნანო-პრემიუმი” – 2,04 ლარი; ,,სუპერი” – 2,12 ლარი; ,,ნანო-დიზელი” – 1,87 ლარი; ,,ევრო დიზელი” – 2,02 ლარი.

დღეიდან ბენზინზე ფასი 5 თეთრით შეამცირა კომპანია “ვისოლმა. როგორც კომპანია “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიაში” აცხადებენ, ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე ფასის კლების ტენდენციის გათვალისწინებით “ვისოლი” ფასებს უკვე მეორედ ამცირებს. გასულ კვირას ფასებმა კომპანიის ქსელში არსებულ დიზელის პროდუქტებზეც 5 თეთრით დაიკლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები