საქართველოში ბენზინი გაიაფდება
საქართველოში ბენზინის გაიაფებაა მოსალოდნელი. აღნიშნულის მიზეზი მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასის კლებაა. კომპანიების ნაწილმა გადაწყვიტა შეამციროს საწვავის ღირებულება. ამ კომპანიების ქსელში 17 აგვისტოდან ყველა სახის ბენზინზე ფასი 5 თეთრით შემცირდება.
მსგავსი გადაწყვეტილება დიზელის საწვავთან დაკავშირებით კომპანიების ნაწილმა გასულ კვირას მიიღო. საწვავის ფასები ქართული კომპანიის ქსელებში მსოფლიო ფასების შესაბამისად შეიცვლება.