ქუთაისში, საჯარო სკოლაში აფეთქება მოხდა

 ქუთაისში, №14 საჯარო სკოლის საქვაბეში დღეს დილით აფეთქება მოხდა, რასაც ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება საქვაბეში ორთქლის დაგროვებამ გამოიწვია. შემთხვევა სწავლის დაწყებიდან ნახევარ საათში მოხდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები