ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა
ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
კერძოდ, დღეიდან ერთი დოლარის შეძენა 2.3231 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.3238 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0007 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.5949 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.5827 ლარს შეადგენდა.