„ბიუჯეტის დაბალანსებულად ხარჯვა ნამდვილად ხელს შეუწყობს ლარის კურსის სტაბილურობას“

„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის გიორგი შაგიძის განცხადებით, ძალიან კარგია ის, რაც ფინანსთა სამინისტრომ გააკეთა. მისი თქმით, ის, რაც ფინანსთა მინისტრმა დღეს ბიუჯეტთან დაკავშირებით თქვა, ოპტიმიზმის მიზეზს აშკარად იძლევა და ჩანს, რომ ბიუჯეტის  დაბალანსებულად დაიხარჯება.
“ძალიან კარგია ის, რაც ფინანსთა სამინისტრომ გააკეთა. მივესალმებით, ფინანსთა მინისტრის ინიციატივას, რომ მუდმივად მოახდინოს შედეგებისა და გეგმების შესახებ საბანკო სექტორთან თუ სხვა დაინტერესებულ მხარეების ინფორმირება. ასეთი გამჭირვალეობა, ბუნებრივია, ხელს უწყობს სტაბილურობას.
ის, რაც ბატონმა ნოდარმა თქვა, ოპტიმიზმის მიზეზს აშკარად იძლევა და ჩანს, რომ ბიუჯეტის დახარჯვა მოხდება დაბალანსებულად, რაც ნამდვილად ხელს შეუწყობს ლარის კურსის სტაბილურობას. ვხედავთ, რომ ვარაუდი, რომ შესაძლოა, შემოდგომაზე ლარი გაუფასურდეს, თითქოს საზოგადოებაში არსებობს, თუმცა ფუნდამენტურ ფაქტორებს თუ შევხედავთ, დღევანდელი გადასახედიდან საგანგაშო მგომარეობა ნამდვილად არ არის. საზოგადოებას შეიძლება აშინებს, რომ შემცირებულია ექსპორტი და ფულადი გზავნილები, თუმცა ასევე შემცირებულია იმპორტი და ეს ყველაფერი ერთმანეთს აბალანსებს. ამ თამაზე ერთმანეთს, ძირითადად, ემთხვევა ეროვნული ბანკის, ფინასთა სამინისტროს ჩვენი და სხვა რამდენიმე ბანკის პროგნოზი”, – აცხადებს შაგიძე.
მისი თქმით, თუ მთლიანად რეგიონში შეიცვალა რამე რადიკალურად, პროგნოზი იმისა, რომ შეიცვლება თუ არა რამე რეგიონის მასშტაბით, რთულია, თუმცა ამ ეტაპზე რაიმე ნიშნები არ ჩანს.
“შესაბამისად, კურსის ცვლილება დარჩენილ პერიოდზე დაკავშირებული იქნება მოლოდინების მართვასთან, როგორც ვთქვი, ფუნდამეტურად არაფერ საგანგაშოსთან საქმე არ გვაქვს”, – განაცხადა შაგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები