საქსტატის მონაცემებით, ივლისში საკვები პროდუქტებისა და თამბაქოს წარმოებაზე ფასები შემცირდა

წინა თვესთან შედარებით, ივლისში ქიმიური, საკვები პროდუქტების, თამბაქოს, ლითონის მზა ნაწარმის წარმოებასა და მეტალურგიულ მრეწველობაზე ფასები შემცირდა. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.
2015 წლის ივლისში 2015 წლის ივნისთან შედარებით სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2,3 პროცენტით შემცირდა, ხოლო 2014 წლის ივლისთან შედარებით 7,8 პროცენტით გაიზარდა – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
სტატიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2005 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი გაზრდილია 78,1 პროცენტით. 2015 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია დამამუშავებელი მრეწველობის სექციაზე ფასების 2,3 პროცენტით შემცირებამ, რამაც -1,93 პროცენტული პუნქტის ტოლი წვლილი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ფასები შემცირებული იყო ქიმიურ წარმოებაზე (-10,9 პროცენტი), საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოებაზე (-1,8 პროცენტი) და მეტალურგიულ მრეწველობასა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოებაზე (-3,8 პროცენტი).
12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა მოახდინა ფასების ცვლილებამ შემდეგ სექციებზე:
ფასები გაიზარდა 10,3 პროცენტით. შესაბამისად, ფასები გაიზარდა საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოებაზე (12,8 პროცენტი), ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობასა და საგამომცემლო საქმიანობაზე (32,8 პროცენტი), მეტალურგიულ მრეწველობასა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოებაზე (4,3 პროცენტი) და რეზინისა და პლასტმასის ნაწარმის წარმოებაზე (27,8 პროცენტი);
ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება: ფასები შემცირდა 4,4 პროცენტით და, შესაბამისად, სექციამ -0,58 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილების საერთო მაჩვენებელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები