ნოდარ ხადური: წელს ბიუჯეტს 285 მილიონი ლარით მეტი შემოსავალი ექნება, ვიდრე დანახარჯი
წელს შემოსავლები გვექნება 285 მილიონი ლარით მეტი, ვიდრე დავხარჯავთ, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა 7 თვის ბიუჯეტის ანალიზის წარდგენისას ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ხადურმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, წელს მეტი შემოსავალია სახელმწიფო ბიუჯეტში, ვიდრე იყო შარშან, როდესაც 131 მილიონი ლარით მეტი შემოსავალი იყო, ვიდრე დანახარჯი.