ნოდარ ხადური: წელს 3-პროცენტიანი საბიუჯეტო დეფიციტი დავაფიქსირეთ

წელს საბიუჯეტო დეფიციტი 3 პროცენტის პარამეტრის იქნება, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ბიუჯეტის 7 თვის შესრულების ანალიზის წარდგენისას განაცხადა.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა, წლევანდელი ბიუჯეტი განსაკუთრებით თანაბარი ხარჯვის ტენდენციით გამოირჩევა.
“უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტი განსაკუთრებით თანაბარი ხარჯვის ტენდენციით გამოირჩევა. ჩვენ შევადარეთ ერთმანეთს 2009 წლიდან 2015 წლის ჩათვლით შემოსულობები, გადასახდელები და დეფიციტი. თუ 2009 წელს დეფიციტი იყო 9%-ზე მაღალი, შემდეგ დაიწყო მისი შემცირების ტენდენცია, მაგრამ მსოფლიოში მიმდინარე სხვადასხვა მოვლენის, მათ შორის რეგიონში მიმდინარე პრობლემების საპასუხოდ, ჩვენ წელს 3%-იანი საბიუჯეტო დეფიციტი დავაფიქსირეთ. ამავე დროს, გეტყვით, რომ ჩვენი შემოსულობები წელს მთლიანად იქნება 10 მილიარდ 665 მილიონი ლარი. ხოლო, გადასახდელები იქნება 10 მილიარდ 160 მილიონი ლარი. გავიმეორებ, რომ დეფიციტი იქნება 3 პროცენტის პარამეტრი.
გასულ წელს შემოსულობები გახლდათ 5 მილიარდ 169 მილიონი, წელს არის 6 მილიარდ 167 მილიონი ლარი. ხოლო გადასახდელები შარშან იყო 5 მილიარდ 126 მილიონი ლარი და წელს – 600 მილიონი ლარით მეტია დახარჯული”, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები