ლარი დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა

საქართველოს ეროვნულა ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსის თანახმად, ხვალ 1 აშშ დოლარი 2.3238 ლარი ეღირება, დღეისთვის დადგენილი კურსით კი, მისი ფასი 2.3093 ლარი იყო.
რაც შეეხება ევროს, ლარი თითქმის ერთი პუნქტით ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. შესაბამისად, ხვალ 1 ევროს ფასი 2.5827 ლარი იქნება. დღევანდელი მონაცემებით კი, მისი ფასი 2.5735 ლარს შეადგენს.
ოფიციალური გაცვლითი კურსის პირობებში, 1 აშშ დოლარის ფასი სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში დღეს საშუალოდ, 2.33 ლარს აჭარბებდა.
ახლა კი, როცა ლარი კვლავ გაუფასურდა, უცხოური ვალუტის ფასი კიდევ უფრო მოიმატებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები