საქსტატი: 7 თვის განმავლობაში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14 %-ით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2015 წლის იანვარ-ივლისში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14 %-ით შემცირდა.
„2015 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 5573 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 14 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 1269 მლნ. აშშ დოლარი იყო (24 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 4305 მლნ. აშშ დოლარი (11 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-ივლისში 3036 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 54 პროცენტი შეადგინა“, – ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

asdasd

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები