გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებს დატყვევებული მგელი ძაღლში აერიათ

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში დატყვევებული მგელი ძაღლში აერიათ, მოგვიანებით აღნიშნულის შესახებ დეპარტამენტის წარმომადგენლებმა განმარტება გააკეთეს.
„გაცნობებთ, რომ ინფორმაციის გამოქვეყნებისას , რომელიც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში მგლის დატყვევებას და მის ველურ გარემოში გაშვებას ეხებოდა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის „ფეისბუქის“ ადმინისტრატორის მიერ დაშვებული იქნა შეცდომა რა დროსაც მგლის ფოტოების ნაცვლად ატვირთულ იქნა ძაღლის ფოტომასალა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ადგილზე დატყვევებული იქნა მგელი. ამას დაადასტურებს ის მოქალაქეც , რომელსაც გარეული ცხოველი თავს დაესხა . სწორედ მის მიერ იქნა დატყვევებული მგელი , რის შემდეგაც ეცნობა მომხდარის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს. კიდევ ერთხელ, გულწრფელად ვწუხვართ დაშვებული შეცდომის გამო. ვაქვეყნებთ იმ ფოტომასალას , რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას უნდა დართოდა თან“ – აღნიშნულია განცხადებაში.

11843971_1026232090754968_281511316_n

11844279_1026232047421639_543515462_n

11857623_1026232077421636_282593968_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები