ნადირობის წესების დარღვევის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის ორი შემთხვევა დაფიქსირდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანის ტერიტორიაზე. ხოლო ერთი შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის ტერიტორიაზე გამოვლინდა.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა შესაბამის რაიონულ სასამართლოში.
ცნობისთვის, ნადირობის სეზონი 15 აგვისტოდან იხსნება.