სტატისტიკური მონაცემების წარმოებისა და ანალიზის თემაზე ტრენინგი ჩატარდა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, ტრეფიკინგის სტატისტიკური მონაცემების წარმოებისა და ანალიზის თემაზე ტრენინგი განხორციელდა.
ჩატარებული სასწავლო აქტივობა მიზნად ისახავს არსებული მონაცემების მართვის სისტემის გაუმჯობესებასა და მონაწილეთა კვალიფიკაციის ამაღლებას. სასწავლო კურსის ფარგლებში სტატისტიკური მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის თანამედროვე მეთოდები განიხილებოდა, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს არსებული რისკების სწორად შეფასებაზე და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობას ზრდის .
ტრენინგში 4 სახელმწიფო უწყების: საქართველოს პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის შესაბამისი მიმართულების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
ტრენინგი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ინიციატივით, ევროკავშირისა და ევროპული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მხარდაჭერით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები