ირაკლი ფავლენიშვილი: შშმ პირების საკურორტო მომსახურების პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, შშმ პირების საკურორტო მომსახურების პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და მის ფარგლებში 800-მა შშმ ბავშვმა დაისვენა.
როგორც ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, უახლოეს დღეებში, პროგრამის ფარგლებში, კურორტებზე კიდევ 170 ბავშვი გაემგზავრება.
მისივე თქმით, კურორტებზე შშმ ბავშვებისთვის საჭირო ყველა პირობაა შექმნილი და გაუმჯობესებულია ადაპტირებული გარემო.
„წელს პროგრამაში ჩართული ბავშვების რაოდენობა 250 ბავშვით გაიზარდა, სულ ლიმიტი 1750 ბავშვზეა, თუმცა საქალაქო სამსახური მუშაობს იმისათვის, რომ მომავალი წლისთვის არც ერთი შშმ ბავშვი აღნიშნული პროგრამის გარეშე არ დარჩეს“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა და აღნიშნა, რომ ის მზადაა ყველა იმ ადამიანს შეხვდეს, ვინც საკურორტო მომსახურების პროგრამაში მონაწილეობით დაინტერესებულია და მათ ყურადღებით მოუსმინოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები