რა შემთხვევაში აქვთ მიკროავტობუსის მძღოლებს კონდიციონერის ჩართვის ვალდებულება

კომპანია “თბილისის მიკროავტობუსსა” და მძღოლებს შორის კონდიციონერების ჩართვასთან დაკავშირებით ახალი შეთანხმება შედგა.
კომპანიის წარმომადგენლის ნათია მიქიაშვილის ინფორმაციით, ახალი შეთანხმების თანახმად, მძღოლებს კონდიციონერის ჩართვის ვალდებულება მაშინ ექნებათ, თუ ტემპერატურა 26 გრადუსს გადააჭარბებს.
“კონდიციონერები ჩვენი მხრიდან დაყენებული ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. ვიცით, რომ არის პრობლემები ამ მიმართულებით. მგზავრები უკმაყოფილოები რეკავენ. მივაღწიეთ აქაც შეთანხმებას, რომ ნებისმიერ დროს, როდესაც ტემპერატურა აღემატება 26 გრადუსს, კონდიციონერი უნდა იყოს ჩართული. ტემპერატურის საზომიც დამონტაჟებულია ყველა მიკროავტობუსში”, – განაცხადა მიქიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები