დავით ნარმანია: სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 19 მილიონი ლარია აკუმულირებული

13 ივნისის თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის 19 მილიონი ლარია აკუმულირებული, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
მერის თქმით, სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის დახმარების პროცესი სოციალური სამართლიანობის დაცვით მიმდინარეობს.
“19 მილიონ ლარამდე არის აკუმულირებული იმ მოსახლეობის მხარდასაჭერად და მათთვის ბინების შესაძენად, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზარალდნენ. შესაბამისად, ეს პროცესი სოციალური სამართლიანობის პრინციპების დაცვით მიმდინარეობს. ვინც ნახა და შეარჩია შესაბამისი ბინები, მათი გარკვეული ნაწილი უკვე დაკმაყოფილებულია. პროცესი მიმდინარეობს პარალელურ რეჟიმში”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები