გლდანში საზაფხულო ბაგა-ბაღებმა მუშაობა დაასრულეს

გლდანში არსებული საზაფხულო ბაგა-ბაღების დახურვასთან დაკავშირებით თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობისა და გასართობ ცენტრ ,,მაქსილენდის“ ერთობლივი ღონისძიება გაიმართა.
გლდანში მოქმედი ოთხი საზაფხულო ბაღის აღსაზრდელებს სასწავლო წლის დამთავრება ,,მაქსილენდის“ ანიმატორებმა მიულოცეს.
ღონისძიებას გლდანის გამგებლი ბესიკ ქარცივაძე, რუმინეთის საელჩოს პირველი მდივანი რადუ გორინჩოი, მოლდოვას რესპუბლიკის საპატიო კონსული ისკო დასენი დაესწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში საუბარი წარიმართა სკოლამდელი განათლების სისტემაზე. მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლებმა გამოცდილება და ხედვა  ერთმანეთს გაუზიარეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები