აჭარის სამაშველო სამსახური დამსვენებლებს ზღვაში შესვლისგან თავის შეკავებას ურჩევს
აჭარის სამაშველო სამსახური დამსვენებლებს ზღვაში შესვლისგან თავის შეკავებას ურჩევს.
როგორც „კვირას“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის საგენტოს წარმომადგენელმა ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა, ზღვაზე დაახლოებით 3 ბალის შტორმი ფიქისრდება, ამიტომ ზღვაში შესვლა რეკომენდირებული არ არის.
მისივე თქმით, მაშველების მხრიდან მოსახლეობის გაფრთხილება სისტემატურად ხდება. სამაშველო კოშკურაზე წითელი ალამია აღმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი აფრთხილებს ადამიანებს, ზღვაში არ შევიდნენ.
ჯაფარიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის აჭარაში მოღრუბლული ამინდია. შტორმი კი, სავარაუდოდ, დღის განმავლობაში ან დილისთვის უკვე ჩადგება.