ირაკლი აბუსერიძე ისნის რაიონში გამართულ კულტურულ ღონისძიებას დაესწრო
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ისნის რაიონის ვაზისუბნისა და მე-8 ლეგიონის მაჟორიტარი დეპუტატი – ირაკლი აბუსერიძე ვაზისუბნის ტერიტორიაზე გამართულ „მოძრავი ფილარმონიის “ კონცერტს დაესწრო.
„ღია კონცერტი“ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით გაიმართა და მასში მონაწილეობა ქართველმა შემსრულებლებმა – ზურაბ დოიჯაშვილმა, ბესო კალანდაძემ, ნუგზარ კვაშალმა, ზურაბ ვადაჭკორიამ და ბესო ბერულაშვილმა მიიღეს.
ირაკლი აბუსერიძის თქმით, მსგავსი ტიპის კულტურული ღონისძიებების ორგანიზება მისასალმებელია და მათი ჩატარება მომავალშიც გაგრძელდება.
ამით საფუძველი ჩაეყრება კიდევ ერთ კულტურულ ტრადიციას, რომელიც თბილისის ყველა უბანს მოიცავს.
თბილისის მერიისა და „მოძრავი ფილარმონიის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ღონისძიებები დედაქალაქის სხვა უბნებშიც ჩატარდა.