მკვლელობა ახალქალაქში – სარქის აკოფიანი მანქანაში ჩაცხრილეს

მკვლელობა მოხდა ახალქალაქის რაიონის სოფელ ხანდოსთან. გარდაცვლილია სარქის აკოფიანი. გავრცელებული ინფორმაციით, ის მანქანაში მაშინ ჩაცხრილეს, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცი ახალქალაქიდან სოფელში ბრუნდებოდა.
თანასოფლელების თქმით, იგი მოსკოვში ცხოვრობდა და კრიმინალურ სამყაროსთან ჰქონდა კავშირი.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები