მოსამართლემ გიორგი ოქროპირიძე პატიმრობაში დატოვა
ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე ცრუ დასმენის ბრალდებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატიმრობაში რჩება.
დაცვის მხარემ გუშინდელ პროცესზე ოქროპირიძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე შუამდგომლობა დააყენა. ბრალდების მხარემ კი პასუხისთვის ერთი დღე ითხოვა. დღეს კი მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და გიორგი ოქროპირიძე პატიმრობაში დატოვა.
როგორც მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მან გაითვალისწინა ბრალდების მხარის მოთხოვნები და ოქროპირიძე რჩება პატიმრობაში.
ცნობისთვის: გიორგი ოქროპირიძე ლაშა მახარაძის მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული, თუმცა ნაფიცმა მსაჯულებმა ამ საქმეზე ვერდიქტი ვერ გამოიტანეს. ამის შემდეგ, პროკურატურამ ოქროპირიძეს ცრუ დასმენის ბრალდება წაუყენა, რაზეც პატიმრობა აქვს შეფარდებული.