ახალციხის, ბორჯომისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში ხე-ტყის გადამამუშავებელი 9 ერთეული უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
ახალციხის, ბორჯომისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში, სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის გადამამუშავებელი 9 ერთეული უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს, ასევე სახერხ საამქროებში აღმოჩენილ იქნა უკანონოდ მოპოვებული არამარკირებული სხვადასხვა ჯიშის მრგვალი მორი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, სამართალდამრღვევთა მიმართ ტარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.
„უკანონო სახერხი საამქროები დაილუქა. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნა შესაბამის ორგანოებში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას განაგრძობს“,-აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.