ქართველ „კანონიერ ქურდს“ გეიპატიმრის ცემისთვის შეიძლება სასჯელი დაუმძიმონ

ქართველ „კანონიერი ქურდს“ ბადრი კოღუაშვილს კრასნოიარსკის ციხის საავადმყოფოში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პატიმრის ცემისთვის შეიძლება სასჯელი დაუმძიმდეს.
გამოცემა „პრაიმ-კრაიმის“ ინფორმაციით, კოღუაშვილის ციხიდან გამოყვანას ქურდული სამყაროს ისეთი ცნობილი წარმომადგენლები ცდილობდნენ, როგორიცაა ზაქარია კალაშოვი, როვშან ჯანიევი და მერაბ ჯანგველაძე. სწორედ მათი „შუამავლობით“ აღმოჩნდა კოღუაშვილი ციხის საავადმყოფოში, საიდანაც „ქურდი ძმები“ „ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო“ თავისუფლებაზე მის გამოყვანას ცდილობდნენ.
თუმცა სამართლდამცველებიც „ფხიზლად“ იყვნენ და ლგბტ საზოგადოების წარმომადგენელი მას სწორედ ამის გამო შეუსახლეს.
გამოცემის ინფორმაციით, როდესაც ბადრი კოღუაშვილმა მეზობლის ორიენტაცია დაადგინა, მან გეიმეზობელს სხვა ადგილზე გადასვლა ურჩია, რაზეც არატრადიციული ორიენტაციის პატიმარმა იგივეთი უპასუხა. ამის შემდეგ კოღუაშვილმა ლგბტ პირი სცემა, რაც უსაფრთხოების კამერებმა დააფიქსირეს. ეს სისხლის სამართლის ახალი საქმის დაწყების საბაბი გახდა, რომელიც კრასნოიარსკის სასამართლოში განიხილება.
როგორც „პრაიმ-კრაიმი“ იუწყება, ბადრი კოღუაშვილმა ახლა ლგბტ პატიმრებიც გადაიმტერა, რომლებიც, გამოცემის ინფორმაციით, არცთუ ისე ცოტანი არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები