გიორგი ოქროპირიძე შესაძლოა, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძის სასამართლო პროცესი განახლდა.
გუშინდელ პროცესზე დაცვის მხარემ ოქროპირიძის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეწყვეტის საკითხზე შუამდგომლობა დააყენა, რის შემდეგაც პროკურატურამ შუამდგომლობაზე პასუხის გასაცემად ერთი დღე ითხოვა.
იმ შემთხვაში კი, თუ მოსამართლე შუამდგომლობას დააკმაყოფილებს, ოქროპირიძე შესაძლოა, დღეს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლდეს.
ოქროპირიძის ადვოკატს დავით მოდებაძეს მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლების იმედი აქვს. როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს სხდომის დაწყებამდე განუცხადა, გუშინ დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების გაუქმება 9-თვიანი ვადის გასვლის გამო მოითხოვა.
ცნობისთვის: ლაშა მახარაძის მკვლელობის ბრალდებით გიორგი ოქროპირიძე მომხდარიდან 10 დღის შემდეგ დააკავეს. 27 წლის ლაშა მახარაძეს 2014 წლის 2 სექტემბერს აბაშიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.
გიორგი ოქროპირიძეს აღმკვეთ ღონისძიებად სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით პროკურატურამ კი გიორგი ოქროპირიძეს ცრუ დასმენის მუხლით ახალი ბრალდება წაუყენა.
ამასთან, როგორც ცნობილია, ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეს ნაფიცი მსაჯულები იხილავდნენ, თუმცა მათ ვერდიქტი ვერ გამოიტანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები