საბაჟოზე 38 508 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების საქონელი აღმოაჩინეს
რამდენიმე დღის წინ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე „ბათუმის პორტი“ სხვადასხვა სახის არადეკლარირებული საქონლის შემოტანის ფაქტი გამოვლინდა.
როგორც შემოსავლების სამსახური იტყობინება, აზერბაიჯანის მოქალაქის კ.გ.-ის კუთვნილ ტვირთში, სკანირების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა 38 508 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების საქონელი აღმოაჩინეს.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს.