ახალდაბის ტერიტორიაზე შესაძლოა, მეწყერული პროცესი განმეორდეს

ახალდაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, არ არის გამორიცხული, მეწყერული პროცესი ისევ განმეორდეს, რაც შესაძლოა, უხვმა ნალექმა ან ძლიერმა მიწისძვრამ გამოიწვიოს.
სპეციალისტები ამ პერიმეტრზე ავტომანქანებით შეზღუდულად გადაადგილების რეკომენდაციას ისევ იძლევიან.
ამ დროისთვის იქ არსებულ ვითარებაზე დასკვნა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტმა მოამზადა, რომელსაც უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებენ.
როგორც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორმა თეა გოდოლაძემ განაცხადა, ახალდაბის ტერიტორიაზე კონკრეტული კერაა გააქტიურებული, ანუ მიკროსისტემა არის ისეთი, უკვე ხელსაყრელი პირობებია შექმნილი, რომ უხვი ნალექის შემთხვევაში გარკვეულწილად შესაძლოა, დაძრული იყოს მეწყერული სხეული.
მისივე მტკიცებით, აუცილებელია შესწავლა ყველა ამ გააქტიურებული უბნის, ასევე აუცილებელია რაოდენობრივი შეფასება, საფრთხეების დაცვა და რისკების გამოთვლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები