ირაკლი ღარიბაშვილი: მუხრანში უძველესი ძეგლები აღდგება

I-II საუკუნეების ნაქალაქევი სოფელ ძალისში, ნიკო ბურის სასახლე და მუხრანის კარის ეკლესია, ინვესტორებისა და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით აღდგება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ახალ საინვესტიციო პროექტებს და მუხრანის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პოტენციალს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეცნო.
საინვესტიციო პროექტებზე „შატო მუხრანის“ დამფუძნებელი ფრედერიკ პოულსენი მუშაობს, რომელმაც მთავრობის მეთაურს მუხრანისა და მისი შემოგარენის ტურისტული პოტენციალის განვითარების შესახებ საინვესტიციო პრეზენტაცია წარუდგინა.
ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ისტორიული ძეგლების რეკონსტრუქცია-რესტავრაციის შემდეგ მუხრანი ტურისტებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველ ადგილად გარდაიქმნება.
პრემიერ-მინისტრთან ერთად დღეს მუხრანში ბიზნესომბუდსმენი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები