შეწყალების კომისია სასჯელაღსრულების სამინისტროს პასუხობს

შეწყალების კომისია სასჯელაღსრულების სამინისტროს პასუხობს. როგოროც კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განაცხადა, თუ შეწყალების მოთხოვნის შემდეგ პატიმარის მიმართ განხორციელდება სამართლებრივი ღონისძიება, ეს ადმინისტრაციას უნდა ეცნობოს.

მისი თქმით, სასჯელაღსრულების ის დაწესებულება, სადაც პატიმარი სასჯელს იხდის პრეზიდენტის ადმინისტრაციას უგზავნის, სტანდარტულ ცნობა-დახასიათებას, ხოლო დამატებითი სამართალდარღვევის შემთხვევაში დაწესებულებამ ადმინისტრაციას დამატებითი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.

ქორიძის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, ლევან ბობოხიძესთან ერთად ბრალდებული კიდევ სამი პირის დახასიათებაც გამოითხოვა.

“სასჯელაღსრულების სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოითხოვეს არამხოლოდ ლევან ბობოხიძის, არამედ მასთან ერთად მსჯარდებული სამი პირის საქმეც, რადგან ამ ადამიანებმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს და სამინისტრომ დღეს დაადასტურა, რომ კონკრეტულმა სასჯელაღსრულების დაწესებულებამ დადებითი სტანდარტული რეკომენდაცია მისცა მსჯავრდებულებს. შეწყალების კომისიას არანაირი საფუძველი არ ჰქონდა იმის, რომ მას რაიმე პოლიტიკური ნიშნით ეხელმძღვანელა. პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის განკარგულებით, პრეზიდენტი პირდაპირ ამბობს, რომ თუ შეწყალების მოთხოვნის შემდეგ, შეწალების აქტამდე მოხდება რაიმე ტიპის სამართლებრივი ღონისძიება ან დისციპლინური დარღვევა მსჯავრდებულის მხრიდან, ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას. ამაზე უნდა ეზრუნა კონკრეტულ სასჯელაღსრულების დაწესებულებას და სამინისტროს, მაგრამ ასეთი რამ არ ყოფილა“, – განაცხადა ქორიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები