ნოდარ ხადურმა ევროკავშირის ელჩთან ერთად შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკურ ზონას ეწვია

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანუშ ჰერმანი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონას ეწვივნენ.
ფინანსთა მინისტრმა ევროკავშირის ელჩს კონტეინერების კონტროლის დანაყოფის მუშაობის სპეციფიკა, ზოგადად, ფოთისგაფორმების ეკონომიკური ზონის საქმიანობა და გეზ-ის პროცედურები გააცნო.
კონტეინერების კონტროლის დანაყოფი ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში 2012 წლიდან ფუნქციონირებს დაევროკავშირი კონტეინერების კონტროლის პროგრამის ერთ-ერთი დონორია.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დანაყოფის ფუნქციონირება შესაძლებელი გახდა გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულისწინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის -კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში.
კონტეინერების მეშვეობით გადაზიდული ტვირთების კონტროლს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისოფიცრებთან ერთად, ახორციელებენ შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა დასაპატრულო პოლიციისდეპარტამენტის თანამშრომლები.
კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში შექმნილი ანალოგიური დანაყოფი ფუნქციონირებს თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაშიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები